ფრედი მერკურის ბიოგრაფია




ფრედი მერკური, რომლის ნამდვილი სახელია ფრედერიკ ბულსარა, ირანული წარმოშობისაა. დაიბადა აფრიკაში, ტანზანიის ქალაქ ზანზიბარში, 1946წლის 5 სექტემბერს. მისი მშობლები ბობი და ჰერი ფრედისშან და მის უმცროს დასთან ერთად-ქაშმირასთან ერთად, 1959 წელს გადავიდნენ ინგლისში, ფელტჰემში.სხვათა შორის ლონდონის დასავლეთით მდებარე ამ უბანში ცხოვრობდა ფრედის მომავალი მეგობარი ბრაიან მეიც.
ბავშვობა ფრედიმ მეტად ეგზოტიკურ გარემოში გაატარა. სწავლობდა ინდოეთში, ბომბეის დახურულ სასწავლებელში, ხოლო არდადეგებს ატარებდა ტანზანიის დედაქალაქ დარ-ეს-სალამში, ბიძის ვილაში. ასე რომ, მისი გემოვნების ჩამოალიბება ადრინდელი მრავალფეროვნული ცხოვრებიდანვე დაიწყო.ფრედიმ სკოლა 1964წელს დაამთავრა (სამი"o"და ერთი "A" ქულით ხელოვნებაში), შემდეგ სწავლა განაგრძო ლონდონის სამხატვრო კოლეჯში, რომელიც მხატვარდიზაინერის სპეციალობით დაამთავრა 1969 წელს. თავიდანვე ფრედი ძალიან მოუსვენარი და ცნიბისმოყვარე ბავშვი იყო, ამასთანავე, სპორტითაც იყო გატაცებული. ერთხელ სკოლის ჩემპიონიც გხდა მაგიდის ჩოგბურთში.
მუსიკის ნიჭი ფრედის თავიდანვე აღმოაჩნდა, ჯერ კიდევ ინდოეთში მან გაიარა ფორტეპიანოს ხუთი კლასი. მისი საყვერელი კომპოზიტორი იყო შოპენი. შემდეგ მუსიკასთან ერთად იგი დიზაინმა გაიტაცა. კოლეჯში სწავლისას ფრედი მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფებში. პირველი იყო _ "რექიჯი".
ერთხელ სწავლის პერიოდში, კონცერტზე ფრედის როდ სტიუარტთან,შემდგომ პოპ მუსიკის ვარსკვლავთან, ერთად მოუხდა გამოსვლა. მერკური იმთავიდანვე ავლენდა თავის ექსცენტრიულობას და სწრაფვას ლიდერობისაკენ.
ფსევდონიმი მერკური ფრედიმ თავის ასტროლოგიური სიმბოლოს - პლანეტა მერკურის მიხედვით, ოფიციალურად 1970 წელს დაირქვა. მა ფსევდონიმს მისი ვერცხლისწყალივით მოუსვენარი ბუნებაც ამართლებდა. სწორედ ამ პერიოდში იგი ხშირად ტრიალებდა ჯგუფ "სმაილის" ირგვლივ. მას შემდეგ, რაც თავისი თანაკურსელის ტიმ სტაფელის ადგილი ფრედიმ დაიკავა "სმაილში", ამ ჯგუფმა საგრძნობლად იცვალა სახე. "სმაილი", რომელიც ადრე მარტო ჰარდ-როკის სტილით იყო გართული, ახლა უკვე გარეგნულ მხარეზე და სხვა ნაირსახეობაზეც ზრუნავდა.
მერკურის წინადადებით, ჯდუფმა გადაწყვიტა შეეცვალა სახელწოდება. იმ დროისთვის სათაურები ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჯგუფი დიდი ხანი ეძებდა სათაურს და ბოლოს ასე გაჩნდა ესტრადაზე - QVEEN.


საინტერესო ცნობები:

სრული სახელი და გვარი: ფრედერიკ ბულსარა

ზედნეტსახელი: პლუტო

დაბადების ადგილი და თარიღი: ქ. ზანზიბარი 1946წლის 5 სექტემბერი

სიმაღლე: 176სმ.

თმის ფერი: შავი

თვალების ფერი: ყავისფერი

ოჯახური მდგომარეობა: უცოლო

სპეციალობა: დიზაინერი

საყვარელი ფერი: შავი

საყვარელი საჭმელი: ინდური ფარგა

საყვარელი სასმელი: "მოე ენდ შანდონის" მარკის ცივი შამპანური, არაყი.

საყვარელი მსახიობი კაცი: ტიმოთი დალტონი

საყვარელი მსახიობი ქალი: მერლინ მონრო, ლაიზა მინელი.

საყვარელი კინოფილმი: "same likes it hot"

საყვარელი მწერალი: ბეატრის პოტერი

საყვარელი მუსიკოსი: ჯონ ლენონი, ჯიმი ჰენდრიქსი, რობერტ პლანტი.

საყვარელი ანსამბლი: "ბითლზი"

საყვარელი სიმღერა: "somebodi tu love"

საყვარელი ალბომი: "The game", The workss".



სსიპ გორის 1 სკოლა
X-XI კლასი
ელენე გოგიჩაიშვილი
ეთერ დავითიძე
მარიამ ღვამიჩავა
სოსო ტვორდოხლებოვი
ანა თვალიაშვილი